მერვე სამუშაო პაკეტი – პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამ პაკეტის ლიდერია ალპენ ანდრიას კლაგენფურტის უნივერსიტეტი ავსტრიიდან, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას PROFILES-ის შესახებ და ეფექტური კავშირების შექმნას. ამ მიზნით აღნიშნული სამუშაო პაკეტი გეგმავს პარტნიორების 4-5 მცირე ქვეჯგუფის შექმნას. თითოეული ქვეჯგუფი ითანამშრომლებს სხვადსხვა დაინტერესებულ პირებთან. ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მე-8 სამუშაო პაკეტის ფარგლებში, იქმნება ვებ-გვერდი თითოეული პარტნიორი ქვეყნის მშობლიურ ენაზე, პრეზენტაციები საერთაშორისო და რეგიონალურ კონფერენციებზე; სემინარები, ვორქშოფები და პრეზენტაციები ეროვნულ დონეზე. ასევე, შემუშავებული სასწავლო მოდულების დანერგვა/გავრცელება, სამეცნიერო სტატიები, დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირებული პუბლიკაციები, პროექტის სიახლეების რეგულარული გაცნობა და მასწავლებელთა გაერთიანებების დაფუძნება.