პროექტი PROFILES  – „კვლევაზე დაფუძნებული  საბუნებისმეტყველო სწავლება და განათლება  ორიენტირებული პროფესიულ უკუკავშირზე“ დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში. მის კონსორციუმში 22 პარტნიორია გაერთიანებული 20  ქვეყნიდან. პროექტის კოორდინატორია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, ქიმიის განათლების განყოფილება.
პროექტი  PROFILES  ხელს უწყობს  კვლევაზე დაფუძნებულ საბუნებისმეტყველო განათლების განვითარებას, მასწავლებელთა თვითეფექტურობის გაზრდას სწავლების თანამედროვე მეთოდების დაუფლებაში. ეს ინოვაციური შემოთავაზება ეფუძნება მასწავლებელთა თანამშრომლობას,  ინერგება კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო მასალები  და სატრენინგო პროგრამები. აღნიშნული პროგრამები, რომლებიც ფოკუსირებულია უკუკავშირსა და თანამშრომლობაზე, ხელს უწყობს შემოქმედებითი, პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებას მოსწავლეებში.  პროექტის წარმატების  შეფასება ხდება იმით, თუ როგორ ნერგავენ მასწავლებლები სწავლების თანამედროვე, კვლევაზე დაფუძნებულ მეთოდებს, თუ როგორ  ანვითარებენ მოსწავლეები დამოკიდებულებებს  ამ ახალი მიდგომის დანერგვით. პროექტის მთავარი ამოსავალი წერტილია პროექტის ინოვაციური მიდგომების გავრცელება, რისთვისაც ინტერნეტი და სხვა ინტერაქტიული საშუალებები გამოიყენება.                        
პროექტი PROFILES განიხილავს მასწავლებლის განვითარებას ოთხი მიმართულებით (მასწავლებელი როგორც შემსწავლელი, მასწავლებელი როგორც ეფექტური მასწავლებელი, მასწავლებელი როგორც  პრაქტიკოსი, რომელიც იყენებს უკუკავშირს და მასწავლებელი როგორც ლიდერი).  ეს პროექტი  სიახლეებს ნერგავს იმ მასწავლებლების საშუალებით, რომლებმაც ტრენინგების ჩატარებისას გამოიჩინეს თავი. აღნიშნული მასწავლებლები  ახორცილებენ  პროფესიული განვითარების ტრენინგებს მომავალი და მოქმედი მასწავლებლებისათვის ეროვნულ დონეზე თითოეულ ქვეყანაში. პროექტი ასევე იკვლევს მოსწავლეთა მოტივაციას ბუნებისმეტყველების სწავლებისას. მთავარი მისაღწევი შედეგი არის ის, რომ ბუნებისმეტყველების სწვალება სკოლებში იყოს მნიშვნელოვანი, პასუხობდეს 21-ე საუკუნის მეცნიერების მოთხოვნებს და იყენებდეს  კვლევაზე დაფუძნებულ ინტერდისციპლინარულ სწავლებას გენდერული ფაქტორის გათვალისწინებით.

The PROFILES project has received funding from the European Community’s Seventh Framework Programme under grant agreement no. 266589