PROFILES 2

ირმა ავალიანი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების ტრენერი, მენტორი, საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სის სკოლის საბუნებისმეტყველო საგნების კათედრის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის მასწავლებელი. 2011 წელს აღებული აქვს მასწავლებლის სერთიფიკატი. 2010 წელს იყო გაეროს გავნითარების პროგრამისა და საქართველოს ბავშვთა ფედერაციის ტრენინგ-სემინარზე „სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების ხელშეწყობა ახალგაზრდებში“ მონაწილე. 2007 წელს ასევე მონაწილეობდა გლობალური ფონდის და საქართველოს ბავშვთა ფედერაციის სემინარზე „ახალგაზრდებს შორის ცოდნის დონის ამაღლება აივ/შიდსის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციის მიზნით“. გავლილი აქვს მრავალი სხვა ტრენინგები საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით.


მარინე ბაგალიშვილი – თბილისის 145–ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი.


ნათია ბაღათრიშვილი – დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, ბიო-სამედიცინო სპეციალობით. მუშაობდა „შპს თელავის სასწრაფო სამედიცინო სამსახური 03“- ში. 2006 წლიდან აქტიურად არის ჩართული სკოლის ცხოვრებაში და დღემდე მუშაობს სსიპ ქალაქ თელავის #7 საჯარო სკოლაში. არის სერთიფიცირებული პედაგოგი ბიოლოგიასა და ბუნებისმეტყველებაში. ასევე არის თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის დოქტორანტი ეკოლოგიის მიმართულებით. არის ასოციაცია „ბიო“- ს წევრი.

ნათია: „პროფესიული ზრდა ჩემთვის პრიორიტეტულია. შესაბამისად, მოსმენილი მაქვს არაერთი ტრენინგი თუ მასტერკლასი. PROFILES-ში მოსვლის მიზანიც სწორედ ეს არის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა. PROFILES-ში მიღებულ გამოცდილებას უთუოდ დავნერგავ საგაკვეთილო პროცესში და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მკვეთრად ამაღლდება მოსწავლეების მოტივაცია, კვლევა-ძიების, პრობლემის დანახვისა და მისი გადაჭრის გზების მოძებნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.“


ნინო ბეჟუაშვილი – 1981 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ.   უნივერსიტეტი. მუშაობს თბილისის 82-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლად. არის სერთიფიცირებული მასწავლებელი.
ნინო: ,,მუდმივად ვცდილობ, ავიმაღლო კვალიფიკაცია, არ ჩამოვრჩე დროს და რაც შეიძლება მეტი სიახლით გავამდიდრო ჩემი პროფესიული საქმიანობა.“

 

 

 


ეკატერინე ბოკუჩავა – ქ. თბილისის №10 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი. ამავე სკოლის საინფორმაციო მენეჯერი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი.


ლია ბურდიაშილი – ქ. თბილისის №133 საჯარო სკოლის ქიმიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.


დალი ბურდული – 1981 წელს დაამთავრა ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკისფაკულტეტი. 1982 – 1987 წლებში მუშაობდა მეტროლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. 1993 – 2003 წლებში მუშაობდა განაგრძო თბილისის საშუალო სპეციალური სამედიცინო კოლეჯში, ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგად.2012 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის დამოუკიდებელ საერო გიმნაზიაში „შავნაბადა“ ფიზიკის პედაგოგად.

 


ნაზი  გიგოლაშვილი – სწავლობა 1968-71 წლებში ნ. ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში, დაამთავრა ფიზიკის მასწავლებლის სპეციალობით. 1995 წლიდან დღემდე არის გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში და ფიზიკის მასწავლებელი. 1973-88 წლებში მუშაობდა ქ.გორის მე-13 საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელად, 1986-2000 წ – ქ.გორის მე-5 საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელად, 1991–1995 წლებში – ქ.გორის 5 საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში. გავლილი აქვს პროფესიული განვითარების სხვადასხვა ტრენინგ-კურსები.

 

 


რუსუდან გულიაშვილი – 115-ე საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი. გავლილი აქვს პროფესიული განვითარებისა და გადამზადების სხვადასხვა კურსები.რუსუდანი: „მოსწავლეებთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვცდილობ მოვძებნო სხვადასხვა გზები და მეთოდები, რათა ჩემი საგანი ბავშვებს საინტერესოდ და მარტივად გასაგებად მივაწოდო. აქტიურად ვადევნებ თვალყურს ახალ პროექტებს, ტრეინინგებსა თუ სხვა აქტივობებს და ვცდილობ მივიღო მაქსიმალურად მონაწილეობა.“

 


თამარ ლონდარიძე – თბილისის # 23 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.


მაკა მაისურაძე – 1985-1990 წლებში სწავლობდა გორის ნ. ბარათაშვილი სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, შრომის ორგანიზაციისა და ნორმირების სპეციალობით – მაგისტრი; 1994-1999 წლებში სწავლობდა ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოლოგია-ქიმიის სპეციალობით – მაგისტრი. 1992-1994 წლებში მუშაობდა გორის სამედიცინო სასწავლებელში ლაბორანტად; 1994-1999 წლებში გორის სამედიცინო სასწავლებელში ქიმიის პედაგოგად; 1992 წლიდან დღემდე არის ქალაქ გორის #6 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი. 2012 წელს წარმატებით ჩააბარა მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა. გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები პროფესიული გადამზადების კუთხით.


ხატია ნადარაია – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის მაგისტრი (2004-2006). 2010 წლიდან მუშაობს თბილისის #24 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლად. იყო მასწავლებელთა სახლის ფიზიკის ტრენერი. დაინტერესებულია პროფესიული კუთხით კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რის გამოც ძალისხმევას არ იშურებს.

 

 

 


ნელი ნაოჭაშვილი – დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიურ ტექნოლოგიური ფაკულტეტი და სულხან საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი – ბიოლოგიის სპეციალობით. 1984 წლიდან დღემდე ვმუშაობ ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგად სკოლაში. 1997-2000 წლებში მუშაობდა ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიის უფროს მასწავლებად. 2000-2009 წლებში გორის სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო კოლეჯში სასწავლო ნაწილის გამგე, შემდეგ კოლეჯის დირექტორი. 2008 წლიდან დღემდე მუშაობს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში საგნების ქიმიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგად. პროფესიული განვითარების მიზნით გავლილი მაქვს სხვადასხვა ტრენინგები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში. 2013 წელს გაიარა ტრენინგი SALIS ლაბორატორიაში – აქტიური სწავლება ქიმიაში. ნელი: „ვარ სერთიფიცირებული პედაგოგი ქიმიასა და ბუნებისმეტყველებაში. ძალიან მიყვარს ბავშვები და ბედნიერი ვარ რომ მათთან მიწევს მუშაობა.“


ინგა პიქსაშვილი – დაამთავრა ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი იმუნოლოგიის სპეციალობით. წარმატებით ჩააბარა პროფესიული უნარების, ბიოლოგიის და ბიოლოგიის ექსპერიმენტური ნაწილის სასერთიფიკაციო გამოცდები. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს ბიოლოგიის პედაგოგად თბილისის დამოუკიდებელ საერო გიმნაზიაში ,,შავნაბადა“ და შეთავსებული აქვს დირექტორის მოადგილის თანამდებობა.

 

 


ნინო სააკაშვილი – ბიოლოგი, ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებელი თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის საჯარო სკოლაში, სადაც მუშაობს 1991 წლიდან. არის რუსეთის ფედერაციის ქ. ვორონეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული (1991 წ). ჩაბარებული აქვს სასერთიფიკაციო გამოცდები: ქიმია, ბიოლოგია, საბაზო კომპიუტერული უნარებისა დაინგლისური ენის ცოდნა, საბუნებისმეტყველო საგნის ექსპერიმენტული ნაწილი ქიმიაში. გავლილი აქვს სხვადასხვა დონის და პროფილის ტრენინგები. არის სკოლის ბაზაზე არსებული ახალგაზრდა აღმომჩენის კლუბის ხელმძღვანელი (youngnaturalist10.blogspot.com)

 


რუსუდან უსტიაშვილი – ქიმიკოსი. 1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, 2000 წელს კი –ამავე ფაკულტეტის ასპირანტურის განყოფილება. 1999 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის ინსტიტუტში, ხოლო 2005-2007 წლებში არასახელმწიფო საშუალო სკოლა „პრომეთეში“ მუშაობდა ქიმიის მასწავლებლად. 2007 წლიდან დღემდე არის კერძო სკოლა „ოპიზას“ პედაგოგი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის გამგე. გასულ წელს წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდები.

რუსუდანი: „ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპია პროექტ „PROFILES“-ში ჩართვა… ახალ ინფორმაციას, უნარ–ჩვევებსა და ტექნოლოგიებს უკვე ვიყენებ ქიმიის სწავლებაში.“


ანა ყველაშვილი – 1981 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი – ფიზიკის სპეციალობით. 1982 წლიდან 1991 წლამდე მუშაობდა ხიდისთავის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში ფიზიკის მასწავლებლად.1998 წლიდან მუშაობს ხიდისთავის საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. გავლილი აქვს პროფესიული განვითარების და გადამზადების მრავალი კურსი.

 

 


ეკატერინე ჩინჩალაძე – თბილისის 24-ესაჯაროსკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი.


მარინა ჭელიძე – ბიოლოგიის დოქტორი (ბიოფიზიკოსი), საერო სკოლა „ბინულის“ ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების სერტიფიცირებული პედაგოგი, ამავე სკოლის საბუნებისმეტყველო კლუბის ხელმძღვანელი და საბუნებისმეტყველო კათედრის გამგე, მენტორ-მასწავლებელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი, პროექტ „ინოვაციური განათლება ადგილობრივი ლიდერებისთვის“ წევრი. 2000 – 2005 წლებში იყო თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოცენტი; 2005 – 2007 წლებში კი – თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფიზიკო-ქიმიური მიმართულების მიწვეული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში.

მარინა: „ვფიქრობ, რომ კონფუცის სიტყვები „მე გავიგონე და დამავიწყდა, მე დავინახე და დამამახსოვრდა, მე გავაკეთე და გავიგე“ ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის დევიზი უნდა გახდეს“.


მარინა ხომასურიძე – თბილისის იტალიური სკოლის “ცისკარი” ბიოლოგიის მასწავლებელი.


თამარ ჯიბლაძე – თბილისის 29-ე საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის მასწავლებელი; აგრეთვე მუშაობს ბიოლოგიის მასწავლებლად კერძო სკოლაში „პრემიერი“. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2012 წელს მონაწილეობა მიიღო პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდებში და წარმატებით ჩააბარა ბიოლოგიასა და პროფესიულ უნარებში, ხოლო 2013 წელს ბუნებისმეტყველებაში. ძალიან უყვარს თავისი საქმიანობა, დიდ სიამოვნებას ანიჭებს მოსწავლეებთან მუშაობა.

The PROFILES project has received funding from the European Community’s Seventh Framework Programme under grant agreement no. 266589