PROFILES IBSE სასწავლო მასალები – ფიზიკა
ავტოსაგზაო შემთხვევა: ვინ არის დამნაშავე?
PROFILES-ის ეს მოდული „ავტოსაგზაო შემთხვევა: ვინ არის დამნაშავე?“ ეფუძნება რეალურ ავტოსაგზაო შემთხვევას, როცა ქვეითად მოსიარულე ბიჭს დაეჯახა ავტომანქანა შუქნიშნის გადაკვეთისას. ბიჭი მსუბუქად დაშავდა. დაიწყო შემთხვევის შესწავლა დამნაშავის დასადგენად. ამ მოდულის მიზანია გააცნოს მოსწავლეებს მოძრაობის კანონები, შესწავლილ იქნას ხახუნის კოეფიციენტი რეალური ავტოსაგზაო შემთხვევის მაგალითზე, მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი რეაქციის დროის გაზომვა და მოძრაობის კანონების გამოყენება ყოველდღიური პრობლემის გადასაჭრელად. ამ მიზნების მისაღწევად მოსწავლეებმა უნდა განახორციელონ კვლევითი პროცედურა, მონაცემების აღრიცხვა და ანალიზი.