მეშვიდე სამუშაო პაკეტი – მოსწავლეთა მიღწევები მიზნად ისახავს PROFILES-ის პროგრამის ზოგად შეფასებას და სატრენინგო მასალების ეფექტურობის განსაზღვრას. ასევე, მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ამ პროგრამის გავლენას. შემუშავეებული ან ადაპტირებული ინოვაციური სასწავლო გარემოს ეფექტურობის განსაზღვრა და ასევე, PROFILES-ის სასწავლო მოდულებისა და მიდგომების შეფასება ხდება მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგების გაანალიზებით. ამ მიზნით, შეიქმნა სხვადასხვა ინსტრუმენტი მოსწავლეთა მიღწევების გასაზომად, რომელთა გაცნობაც მოხდა PROFILES-ის კოპნსორციუმის შეხვედრებსა და ვორქშოპებზე. PROFILES-ის მმართველი კომიტეტი შეთანხმდა ერთი კონკრეტული კვლევის ინსტრუმენტზე, რომელსაც გამოიყენებენ კვლევების დროს მოსწავლეებში სამოტივაციო სასწავლო გარემოს გამოსავლენად. აღნიშნული კვლევითი ინსტრუმნეტი ითარგმნა ყველა პარტნიორის მშობლიურ ენაზე და დაიწყო მონაცემების დამუშავება პრე – პოსტ – ტესტებზე დაყრდნობით. მონაცემები მუშავდება სტატისტიკური მეთოდებით. ყველა პარტნიორ ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნება 2013 წლის განმავლობაში.
კვლევა მოსწავლეთა მიღწევები ანგარიშები