როექტ PROFILES-ის მესამე სამუშაო პაკეტი – დაინტერესებულ მხარეთა ჩართვა აღნიშნულ პროექტში. ამ ეტაპზე კონსორციუმი ცდილობს შეამციროს სიცარიელე, რომელიც არსებობს ბუნებისმეტყველების მკვლევარებს, მასწავლებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის რისთვისაც იყენებს დაინტერესებულ მხარეთა გაერთიანებებსა და ურთიერთანამშრომლობას, ხელს უწყობს ქსელის წარმოქმნას. ამ მიზნების მისაღწევად ისინი იყენებენ განსხვავებულ მიდგომებს, როგორიცაა, მაგალითად, კვლევა ,,Delphi’’ საბუნებისმეტყველო განათლების შესახებ,  ორი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება და დაინტერესებულ პირთა შეხვედრის მოწყობა ეროვნულ დონეზე.                                                                               

პირველი ნაბიჯი ბუნებისმეტყველების სწავლების თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებული სიცარიელის შესამცირებლად და  დაინტერესებულ მხარეთა კავშირების განვითარებისთვის არის დაინტერესებულ მხარეთა მოსაზრებების გაცნობა/გაზიარება. ისინი ასახელებენ მათთვის სასურველ კვლევაზე დაფუძნებული ბუნებისმეტყველების სწავლების მიდგომას, რომელიც განხორციელდება თითოეული პარტნიორი ქვეყნის სასკოლო სისტემაში. ამისათვის PROFILES-ის კონსორციუმი, დაინტერესებულ მხარეთა მოსაზრებებისა და შეხედულებების გაცნობის გარდა, აწყობს განხილვებს/დისკუსიებს დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. აღნიშნული დისკუსიები ეხება Delphi კვლევას, რომელიც ტარდება PROFILES-ის პროექტის ფარგლებში ყველა პარტნიორ ქვეყნაში და მოიცავს დაინტერესებულ მხარეთა გამოკითხვას სამ ეტაპად. მიღებულ მონაცემებსა და მოსაზრებებზე დაყრდნობით, მონაწილეებს აცნობენ შედეგებს.  Delphi კვლევაში ჩართულია დაინტერესებულ მხარეთა სულ მცირე 4 ჯგუფი: მოსწავლეები, ბუნებისმეტყველების პედაგოგები, ბუნებისმეტყველების განათლების მკვლევარები და მეცნიერები. აღნიშნული ჯგუფების წევრთა საერთო რაოდენობა  დაახლოებით უნდა იყოს 100, თითოეულ ჯგუფში 25 წევრი.                                              
მესამე სამუშაო პაკეტის ხელმძღვანელი და მისი სამუშაო ჯგუფი აქტიურად იყვნენ ჩართულნი პირველი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებაში, რომელიც მიზნად ისახავდა დაინტერესებულ მხარეთა მოსაზრებების გაცნობას. ამჟამად,ისინი ორგანიზებას უწევენ მეორე საერთაშორისო კონფერენციის მოწყობას მოსწავლეთა საბუნებისმეტყველო წიგნიერების გაზრდისა და პედაგოგთა უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით. აღნიშნული კონფერენცია გაიმართება ბერლინში 2014 წლის აგვისტო/სექტემბერში.

კვლევა DELPHI ანგარიშები

The PROFILES project has received funding from the European Community’s Seventh Framework Programme under grant agreement no. 266589