პირველი სამუშაო პაკეტი, მენეჯმენტი და შეფასება, ხორციელდება კოორდინატორის, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ და მოიცავს რამდენიმე მთავარ აქტივობას. ეს აქტივობებია:

  • ინფორმაციის მიწოდება ევროკომისიისთვის. ამისთვის მზადდება PROFILES-ის პროექტის პერიოდული და საბოლოო ანგარიში.
  • ფინანსური მენეჯმენტი
  • PROFILES-ის კონსორციუმის პარტნიორთა შორის თანამშრომლობა და ქსელის შექმნა. ამ მიზნით, იმართება PROFILES-ის კონსორციუმისა და მმართველი კომიტეტის შეხვედრები. ასევე, იქმნება PROFILES-ის ინტრანეტ-პლატფორმა პარტნიორებისათვის.
  • კონფერენციების ჩატარება PROFILES-ის პარტნიორებისა და სხვა გარე ჯგუფებთან თანამშრომლობის მიზნით. ბერლინში 2010 წლის დეკემბერში ჩატარდა PROFILES-ის საწყისი კონფერენციია, ხოლო 2012 წლის სექტემბრეში PROFILES-ის საერთაშორისო კონფერენცია. საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება იგეგმება 2014 წლის აგვისტო/სექტემბერშიც.
  • როექტის პროგრესისა და შედეგების გაცნობა PROFILES-ის პარტნიორებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის. ამ მიზნით, იგეგმება სამი წიგნის გამოცემა, სადაც აღწერილი იქნება ამ პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები. ინფორმაციის ნახვა მიღწეული შედეგებისა და პროგრესის შესახებ, ასევე, შესაძლებელი იქნება PROFILES-ის საერთშორისო მთვარ ვებ-გვერდზეც.
  • ყველა ზემოთ აღნიშნულ აქტივობას მონიტორინგს უწევს როგორც ამ სამუშაო პაკეტის კოორდინატორი და ხელმძღვანელი, ისე სხვა დანარჩენი სამუშაო პაკეტების ხელმძღვანელები და ასევე, დამოუკიდებელი გარე შემფასებელი. ამ ექსპერტთა ჯგუფი, PROFILES-ის მართვის კომიტეტთან ერთად, ცდილობს განსაზღვროს თუ რამდენად პასუხობს პროექტი დასახულ მიზნებს და რა მნიშვნელოვანი წინსვლები გამოვლინდა პროექტის მსვლელობისას.