ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (FUB) დაარსდა 1948 წელს. დღეს ის წარმოადგენს ერთ–ერთ წამყვან კვლევით ინსტიტუტს გერმანიაში. 2007 წლიდან ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი გერმანიის იმ ცხრა უნივერსიტეტს შორისაა, რომლებმაც მოიპოვეს გამარჯვება საუკეთესო უნივერსიტეტების კონკურსში ფედერალურ და სახელმწიფო დონეზე. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, ბერლინის თავისუფალმა უნივერსიტეტმა მიიღო ყველაზე დიდი დაფინანსება.  ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი არის „უნივერსიტეტების საერთაშორისო ქსელი“, რომელსაც მრავალი ოფისი აქვს საზღვარგარეთ (ნიუ–იორკში, პეკინში, მოსკოვში). ყოველწლიურად 600 ჩამოსულ მეცნიერს შეაქვს საკუთარი წვლილი უნივერსიტეტის სწავლებისა და კვლევის პროცესის გაუმჯობესებაში.

Local website of the PROFILES group of Freie Universität Berlin


ბრემენის უნივერსიტეტი (UniHB), რომელიც დაარსდა 1971 წელს შესულია გერმანიის ათ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის. ბრემენის უნივერსიტეტში დაინერგა რამდენიმე არსებითი საგანმანათლებლო კონცეფცია, რომლებიც ამჟამად მიჩნეულია თანამედროვე საუნივერსიტეტო განათლების აუცილებელ ელემენტებად და  გერმანიის უნივერსიტეტების პრიორიტეტებს წარმოადგენენ. კერძოდ, ესენია  ინტერდისციპლინარული სწავლება და კვლევა, კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო პროექტები და სხვა.

 Local website of the PROFILES group of the University of Bremen

The PROFILES project has received funding from the European Community’s Seventh Framework Programme under grant agreement no. 266589