PROFILES-ის მეორე საერთაშორისო კონფერენცია, ბერლინი, გერმანია

PROFILES-ის კონსორციუმის ორგანიზებით ჩატარდა PROFILES-ის მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - კვლევზე დაფუძნებული საბუნებისმეტყველო განათლება და წიგნიერების ხელშეწყობა ევროპაში. აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში 2014 წლის 25-27 აგვისტოს, სადაც დაინტერსებული მხარეებიდა მოწვეული სტუმრები გაეცნენ პროექტის შედეგებს.

აღნიშნულ კონფერენციაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ევროკომისიის მიერ მე-7 ჩარჩო პროგრამით დაფინანსებული სხვა პროექტების მონაწილენი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.profiles-project.eu/.

კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის PROFILES-ის გუნდმა. მათ წარმოადგინეს ორი პოსტერი PROFILES-ის ფარგლებში საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებისა და ქართველი მასწავლებლების მიერ შექმნილი PROFILES-ის ახალი საგაკვეთილო მოდულების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც მონაწილე მასწავლებლებმა თავიანთი შექმნილი საგაკვეთილო მოდულები წარმოადგინეს და ექსპერიმენტები ჩაატარეს: ნათია ბაღათრიშვილმა - „მაჭიკი - დვრიტა ანუ როგორ ამოვიყვანოთ ყველი", მარინა ბაგალიშვილმა - „რატომ არ ფუჭდება (ლპება) მურაბა, ჯემი ან ყველი და სხვა დამარილებული პროდუქტები?" და ირმა ავალიანმა - „რამდენად მდგრადია ცილა კერატინი და ემუქრება თუ არა homo sapiens-ს გამელოტება?".

10494458 10204666759652665 5550634096507118852 o

                                                                                 

The PROFILES project has received funding from the European Community's Seventh Framework Programme under grant agreement no. 266589