დოქტორ რახელ მამლოკ-ნაამანის ვიზიტი

ა.წ.  5  –  7  ოქტომბერს  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტს  ესტუმრენ  ისრაელის ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტის მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების  ცენტრის  ხელმძღვანელი  დოქტორი რახელ მამლოკ-ნაამანი და ამავე ინსტიტუტის ქიმიური ფიზიკის განყოფილების პროფესორი რონ ნაამანი. 5 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ორგანიზებით თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა  „სამეცნიერო  პიკნიკი“,  რომელსაც ჩვენი სტუმრებიც  დაესწრნენ.  მათ მოიწონეს  ღონისძიება და აპირებენ სამომავლოდ დანერგონ მსგავსი პიკნიკი ისრაელში.

ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტში  ევროკავშირის  მიერ   მე-7  ჩარჩო  პროგრამის  ფარგლებში დაფინანსებული  პროექტის  PROFILES -ის  ფარგლებში  6  ოქტომბერს  დოქტორ  რახელ  მამლოკ-ნაამანმა ჩაატარა   ვორქშოფი  პროექტის  მონაწილე მასწავლებლებთან.  პედაგოგები  გაეცნენ    სწავლების თანამედროვე,  კვლევაზე  დაფუძნებულ  მეთოდებს,  ინტერესით  ჩაერთნენ  სხვადასხვა  კვლევით აქტივობაში.

7  ოქტომბერს    PROFILES-ის  ფარგლებში  უნივერსიტეტში  ჩატარდა  საჯარო  ლექცია  თემაზე: „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლების განათლება: საჭიროებები და მიდგომები“.  მომხსენებლები:  დოქტორი  რახელ  მამლოკ-ნაამანი  და  პროფესორი  რონ  ნაამანი.  ლექციას  ესწრებოდნენ  როგორც  PROFILES 2  -  ის, ასევე  PROFILES  1  -  ის მასწავლებლები, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები,  პედაგოგები სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან.  სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას შორის  საინტერესო
დისკუსია  გაიმართა.

                                                                                 

The PROFILES project has received funding from the European Community's Seventh Framework Programme under grant agreement no. 266589