ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

5  ოქტომბერს  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ორგანიზებით  თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა „სამეცნიერო პიკნიკი“. საქართველოში პირველად „სამეცნიერო პიკნიკი“  2012 წლის სექტემბერში მოეწყო http://sciencepicnic.ge/sciencepicnic/index.php

სამეცნიერო  პიკნიკი  წარმოადგენს  ერთდღიან  სამეცნიერო  შემეცნებით  ღონისძიებას  ღია  ცის  ქვეშ, რომელიც  მიზნად  ისახავს  მეცნიერების  სხვადასხვა  დარგის  პოპულარიზაციას. სამეცნიერო პიკნიკისათვის მოეწყო კარვები, სადაც წინასწარ შერჩეული ჯგუფები საქართველოს და საზღვარგარეთის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებებიდან  წარმოადგენდნენ  საკუთარ მიღწევებს  სხვადასახვა  სახის  ექსპერიმენტებითა  და  ინტერაქტიული  გამოფენებით.  პიკნიკის  მთავარი ამოცანაა  ხალისიანი  ფორმით  წარმოაჩინოს  თანამედროვე  მეცნიერების  მიღწევები,  განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო დისციპლინებში. ღონისძიება  უპირველესად  განკუთვნილია  მოზარდებისთვის,  თუმცა  საინტერესო  იყო ასევე  ნებისმიერი სხვა ასაკის ადამიანებისთვისაც. სამეცნიერო  პიკნიკში  აქტიურად  ჩაერთნენ  ჩვენი  პროექტის  -  PROFILES-ის  მასწავლებლებიც.  პროექტს  ცალკე  კარავი  დაეთმო.  PROFILES-ის  კარავს  უამრავი  ადამიანი  სტუმრობდა  და  მონაწილეობდა საინტერესო ექსპერიმენტებში, რომლებიც  პედაგოგებმა  წარმოადგინეს ფიზიკის,  ქიმიის  და ბიოლოგიის  დარგში.

                                                                                 

The PROFILES project has received funding from the European Community's Seventh Framework Programme under grant agreement no. 266589