ეთერ ბუჩუკური - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის მაგისტრი (2010- 2012). 76–ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი. ეთერ ბუჩუკური: „ვთვლი, რომ სკოლებში კვლევაზე დაფუძნებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების (IBSE) დანერგვა მოსწავლეს კიდევ უფრო მეტად განუვითარებს შემეცნებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს, გაუღრმავებს დამოუკიდებელ აზროვნებას, ახალი ან შეცვლილი სიტუაციების შედეგების წინასწარ განჭვრეტას, ჰიპოთეზის გამოთქმას, პროექტის მომზადებას, წარმართვას და დაცვას ფართო აუდიტორიის წინაშე“.

 


  

gogaladze

ხათუნა გოგალაძე - რობერ შუმანის ევროპულ სასწავლებელთან არსებული მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგულ სკოლა ლიცეუმის პედაგოგი (ფრანგული სექტორი); თბილისის მწვანე სკოლის პედაგოგი, ამავე სკოლის საბუნებისმეტყველო კლუბის ხელმძღვანელი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი, გამარჯვებული საფრანგეთის სასკოლო ქსელებისათვის შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საუკეთესო თემებისათვის ბიოლოგიაში 2008 წელს. 2011 წლის საფრანგეთში, ლიონში ჩატარებული მასწავლებელთა მე-4 საერთაშორისო ფორუმის პირველი ადგილისმფლობელი; აქვს საკუთარი ბლოგი:

http://naturescienceclub.blogspot.com

 


 

 მაია  დათუნაშვილი -კერძო სკოლისივერიაქიმიის მასწავლებელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დოქტორანტი.

 


 

ქეთევან  ვანიშვილი - გორის წმ. გიორგის სახელობის სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი.

 


 

kokilashvili ნინო კოკილაშვილი - 1983-1988 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა თსუ-ს საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე „საქართველოს კულტურა და ძეგლთმცოდნეობა“. ამავე წლებში მუშაობდა მიკროელექტრონიკის კათედრაზე ლაბორანტად. უნივერიტეტში სწავლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში (სიღნაღის რაიონის დაბაწნორი) მშობლიურ სკოლაში, სადაცდღემდე მუშაობს ფიზიკის მასწავლებლად. 2011 წლიდან მუშაობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ისტ ტრენერად.

 


 

ეთერ  კურასპეტიანი - ახალდაბის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი.

 


 

მადონა  ლიპარტელიანი - კერძო იტალიური სკოლაცისკარიბიოლოგიის მასწავლებელი.

 


  

maisuradze თამარ მაისურაძე - დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის სპეციალობით. 1984 -1989, 1990-1992 წწ. მუშაობდა გორის რაიონის მცენარეთა დაცვის სადგურში ტოქსიკოლოგად. 1993 წლიდან დღემდე მუშაობს ხიდისთავის საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად. ასევე, 2012 წლის სექტემბრიდან მუშაობს ღირსი გიორგი მთაწმინდელის გორის სასულიერო გიმნაზიაში ქიმიის მასწავლებლად. გავლილი აქვს პროფესიული განვითარებისა და გადამზადების შემდეგი კურსები: 2012 წ - „წერა და კითხვა კრიტიკული აზროვნებისათვის“ - ასოციაცია „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება“; 2006 წ. - სასწავლო პროცესების დაგეგმვა ახალი საგნობრივი პროგრამების მიხედვით - ფონდი განათლების ინსტიტუტი; 2010 წ. - ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი - პოლონეთის საერთაშორისო დახმარების პროგრამის ტრენინგი „განათლება განვითარებისათვის“; 2012 წ. - საგნობრივი ტრენინგი ქიმიაში - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 


 

 

margalitashvili

დარეჯან მარგალიტაშვილი - 1980 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკ ულტეტი. იმავე წელს, მუშაობა დაიწყო თელავის ფიქალ-მარმარილოს კომბინატში, ქიმიკოს-ლაბორანტად. 1981 წელს სამუშაოდ გადავიდა თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში საბუნებისმეტყველო კათედრის ლაბორანტად. 1992 წელს დაიწყო მუშაობა თელავის მე-7 საშუალო სკოლაში ბიოლოგიისმასწავლებლად, ხოლო 1994 წელს გადავიდა თელავის მე-5 საშუალო სკოლაში ქიმიისმასწავლებლად, სადაც დღემდე მუშაობს. პარალელურად მუშაობდა თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში უფროსმასწავლებლად. 2005 წელს მონაწილეობა მიიღო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და დაიკავა ასისტენტ-პროფესორის პოზიცია. 2009 წელს გახდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, ცოცხალი ბუნების დაცვის მიმართულებით. ამავე წელს მონაწილეობდა მასწავლებლობის მაძიებელთა პროექტში, მენტორ - მასწავლებლის სტატუსით. გამოქვეყნებული აქვს 6 სამეცნიერო სტატია სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში.


 

kacadze ნანა კაცაძე-მარხვაშვილი - ფიზიკოსი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. ნანა კაცაძე: ,,რაც დრო გადის, ფიზიკა ჩემთვის მით უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველ მეცნიერებად რჩება. ის იძლეოდა და დღესაც იძლევა პასუხს ყველა იმ კითხავზე, რომელიც ოდესმე დასმულა ადამიანის გონებაში. მიხარია, როცა მოსწავლეშიც აღმოვაჩენ ამ საგნისადმი დაინტერესებას და სწავლის სურვილს...''.

 


 

 

nadiradzeლალი ნადირაძე - 1982-1987 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე. 1987 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა ლენინგრადის იოფეს სახელობის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში. 1997 წლიდან მუშაობდა მათემატიკის და ფიზიკის პედაგოგად გ. რამიშვილის სახელობის #6 საავტორო გიმნაზიაში. 2006-2008 წლებში მუშობდა პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ფიზიკის პედაგოგად. 2008-2011 წლებში კიევში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. აქტიური ურთიერთობები ქონდა ქართულ დიასპორასთან და ეხმარებოდა ქართველ ბავშვებს მათემატიკისა და ფიზიკის ათვისებაში. ამჟამად, მუაშობს კერძო სკოლაში ,,ჯეჯილი’’ ფიზიკის მასწავლებლად. მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პედაგოგთა და მოსწავლეთა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროქტებში. არის ფიზიკის სახელმძღვანელოს რეცენზეტი და რამდენიმე სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნდა გაზეთში ,,ახალი განათლება’’ და სამეცნიერო-მეთოდკურ ჟურნალში ,,მთაწმინდა’’. 2012 წელს მონაწილეობა მიიღო პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდებში და წარმარტებით ჩააბარა გამოცდა პროფესიულ უნარებში. ლალი ნადირაძე: „ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა. მოსწავლეებთან მუშაობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და შესაბამისად, მუდმივად სხვადასხვა გზების, მეთოდების ძიებაში ვარ თუ როგორ მივაწოდო ბავშვებს ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი საგანი - ფიზიკა მრავალფეროვანი მეთოდიკის გამოყენებით“.

 


 

თამარ  ნარიმანიშვილი - ახალციხის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი.

 


  

nonikashviliთეა ნონიკაშვილი - 1994 წელს ჩაირიცხა გორის სამედიცინო სასწავლებელში მედდის საქმის სპეციალობით, რომლის დამთვრების შემდეგ 1997 წელს სწავლა გააგრძელა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ბიოლოგია - ქიმიის სპეციალობით, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა 2002 წელს. 1999 წლიდან დღემდე მუშაობს ხიდისთავის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად. 2012 წლის სექტემბრიდან ასევე მუშაობა დაიწყო ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ბიოლოგიის მასწავლებლად. 2011 წელს ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდები. 2012 წელს წარმატებით ჩააბარა საბაზო კომპიუტერული უნარების და ინგლისური ენის გამოცდა და ბიოლოგიის გამოცდის ექსპერმენტულინაწილი. არის ინოვაციური მასწავლებელთა ფორუმის 2010 წლის გამარჯვებული, სადაც დაიკავა მე-3 ადგილი, საუკეთესო ელექტრონული რესურსის ავტორი, საგანმანათლებლო თამაშის ავტორი და ვიდეოგაკვეთილების ავტორი ბიოლოგიაში, რომელიც განთავსებულია kodala.ge - ზე. აქვს ბლოგი ,,ბიოლოგიის გაკვეთილები’’: http://teanonikashvili.blogspot.com/ . 2013 წლიდან არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ბიოლოგიის ტრენერი. პროფესიული განვითარების მიზნით, გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები: 2012წ. – ვირტუალური საკლასო ოთახი ,,ედმოდო“ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; 2012წ. – ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი; 2011წ. – საგნობრივი ტრენინგი ბიოლოგიაში; 2011წ. – ელექტრონული თამაშების შექმნა; 2010წ. – ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი – პოლონეთის საერთაშორისო დახმარების პროგრამის ტრენინგი ,,განათლება განვითარებისთვის“; 2010წ. – ,,ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; 2008წ. -ისტ მენეჯერებისა და პედაგოგების ერთობლივი გადამზადების კურსი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფონდი ,,ირმის ნახტომი“.

 


 

jonjoladzeნინო ჟონჟოლაძე - დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობით - რადიოფიზიკა. 1994 წელს მუშაობა დაიწყო თელავის გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლად. პარალელურად, 2002-2007 წლებში იყო მ.ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მაძიებელი. მინიჭებული აქვს ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2006-2008 წლებში მუშოაბდა თელავის ერეკლე მეფის სახელობის გიმნაზიაში ფიზიკის მასწავლებლად. 2008 წლიდან დღემდე მუშაობს თელვის მე-9 საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად და არის თელავის გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკისა და მათემატიკის გაერთიანებული კათედრის ასისტენტ-პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები. 2010 წელს გაიარა მასწაველბელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემოთავაზებული ტრენინგ - კურსი „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“. 2012 წელს გაიარა ტრენინგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში SALiS - ,,სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებში”. ტრენინგებზე მიღებულ გამოცდილებას აქტიურად იყენებს როგორცსკოლაში, ასევე უნივერსიტეტში ფიზიკის სწავლებისას. ნინო ჟონჟოლაძე: ,,კარგად მაქვს რა გააზრებულისწავლა/სწავლების თანამედროვე მიდგომები და მოთხოვნები, მუმივად ვიმაღლებ კვალიფიკაციას ამ კუთხით.’’

 


 ეთევან  სადრაძე - თბილისის 128-ე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

 


 

 

fsuturiნინო ფსუტური - 2001-2006 წლებში სწავლობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყეველო ფაკულტეტზე და მიენიჭა ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაცია. 2005-2006 წლებში მუშაობდა გორის რაიონის სოფ. ზეღდულეთის საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს ქ.გორის მე-8 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგად. 2011 წელს წარმატებით ჩააბარა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები ბიოლოგიაში. 2012 წელს ჩააბარა გამოცდ აბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში დამიენიჭა საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის სერთიფიკატი. ასევე, გავლილი აქვს სხადასხვა სახის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ კურსები.

 


  

kutateladzeთეა ქუთათელაძე - 1989 წელს დაამთავრა ქუთაისის მარიამ ყაუხჩიშვილის სახელობის № 17 სკოლა, სადაც დღემდე მუშაობს ფიზიკის მასწავლებლად, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობის დამთავრების (1990-1995 წწ) შემდეგ. ასევე, მუშაობს კერძო სკოლა „ქართულსკოლაში“. 2008 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიენიჭა „წარმატებული მასწავლებლის“ წოდება. არის სერტიფიცირებული ფიზიკის მასწავლებელი. თეა ქუთათელაძე: ,,ძალიან მიყვარს ჩემი ორივე სკოლა, რადგან აქ ჩემს კოლეგებთან ერთად იქმნება ის აღმზრდელობითი გარემო, სადაც ჯანსაღი თაობები იზრდება. მიხარია, რომ ვარ ამ პროცესის მონაწილე. ძალიან ბევრ დროს ვხარჯავ ჩემი პროფესიული განვითარებისათვის. აქტიურად ვარ ჩართული ტრენინგ სემინარებში, რომლებიც ჩემს საგნობრივ, თუ პედაგოგიურ უნარებს განავითარებს’’.

 


  

kurdadzeშორენა ქურდაძე - 1993-97 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე ბიოლოგიის სპეციალობით. 1999 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის სრული კურსი ბიოფიზიკის სპეციალობით. 2004 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის 155 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად. 2012 წლიდან არის მასწავლებლის სახლის ბიოლოგიის ტრენერი. 2011-12 წლებში მიიღო მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდებში მონაწილეობა და აიღო ბიოლოგიის, ბიოლოგიის ექსპერიმენტალური ნაწილის, კომპიუტერებისა და ინგლისური ენის სერთიფიკატები. მონაწილეობა აქვს მიღებული შემდეგ პროექტებში: 2011 წელი - მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ცენტრი მენტორ მასწავლებელთა კონკურსი; 2009 წელი - ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი. გრან პრი საუკეთესო ინოვაცია ბიოლოგიაში და ისტორიაში და მესამე ადგილი საუკეთესო გაკვეთილი და ისტ გამოყენება; 2008 წელი - „ირმის ნახტომის“ პროექტი ხელოვანთა ვებგვერდი, ესმა ონიანი - გრანპრი; 2007 წელი -„ირმის ნახტომის“ პროექტი ხელოვანთა ვებგვერდი, თამარ აბაკელია - პირველი ადგილი; 2007 წელი - „ირმის ნახტომის“ პროექტი ჩემი გარემო. დიდუბე- ჩემი სიამაყე მესამე ადგილი.

 


 

ნინო  ჭელიძე - თბილისის 69-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი.

 

 

 

                                                                                 

The PROFILES project has received funding from the European Community's Seventh Framework Programme under grant agreement no. 266589