PROFILES IBSE სასწავლო მასალები - ბიოლოგია

 "ხომ  არ გავიწყდებათ კბილების გახეხვა? ყოველთვის ერთსა და იმავე კბილის პასტას იყენებთ?"

პირის ღრუს ჰიგიენა ჯანმრთელობის საწინდარია. აღნიშნული თემა კავშირშია ყოველდღიურ ცხოვრებასთან და მოსწავლეებს უღვივებს ახლის ძიების ინტერესს. მათ უნდა გაათვითცნობიერონ, რა შეიძლება მოჰყვეს კბილების მოუვლელობას და ჰიგიენის წესების უგულველყოფას. ასევე, მოსწავლეები იმსჯელებენ საზოგადოებაში კბილის პასტებთან მიმართებაში დამკვიდერებულ სტერეოტიპებებზე, კარიესის თავიდან აცილების საუკეთესო გზების ძიებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობაზე. მოდულის განხორციელებაში ჩართული მოსწავლები განივითარებენ კვლევის უნარებს.

 

მაჭიკი - დვრიტა ანუ როგორ ამოვიყვანოთ ყველი

10256642 446585512110864 7614009330867996981 o

მოდულის მიზანია ბიოლოგიის და ქიმიის დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან საკვები პროდუქტის - ყველის წარმოების შესწავლის გზით. ასეთი მიდგომით ერთის მხრივ, გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ და მეორეს მხრივ, ყველის ამოყვანის პირობების კვლევის დროს მოსწავლეებს ექნებათ საშუალება შეისწავლონ სახვადასხვა ქიმიური ნივთიერების თვისებები.
აღსანიშნავია, რომ მოდულის განხორციელება დაკავშირებულია შემოქმედებითობასთან, რაც მოსწავლეების მხრიდან დიდ მოწონებას იმსახურებს. 

 

რამდენად მდგრადია ცილა კერატინი და ემუქრება თუ არა homo sapiens-ს გამელოტება?

103მოდულის მიდგომა განსაზღვრავს  იმ ტიპის გაკვეთილებს, რომელიც ეფუძნება ყოველდღიურ ცხოვრებას და შესაბამისობაშია მოსწავლეთა სწავლის საჭიროებებთან. აღნიშნული სათაური აკავშირებს ყველაზე მდგრადი ცილის ექსპერმენტულ გამოვლენას და ამ მდგრადი ცილის სინთეზისათვის აუცილებელი უსაფრთხო გარემოსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გააზრებას; აღნიშნული მოდული ორიენტირებულია მოსწავლის კვლევით ინტერესებზე, ექსპერიმეტისა და თეორიული ცოდნის შეჯერებაზე, ითვალისწინებს მოსწავლეთა სწავლების თანამედროვე  მეთოდებს, მოსწავლეებს სთავაზობს პირობებს, განივითარონ კვლევითი (თეორიული და პრაქტიკული) უნარები, გამოამჟღავნონ კრეატიულობა, რაც აუცილებელია მეცნიერულ პრობლემათა გადასაჭრელად; აღნიშნული მოდული  ხელს უწყობს მოსწავლეებს, დაუკავშირონ მიღებული ცოდნა უსაფრთხო გარემოს დ აჯანსაღი ცხოვრების წესს.

 

 

 

                                                                                 

The PROFILES project has received funding from the European Community's Seventh Framework Programme under grant agreement no. 266589