ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2014

1.0სამეცნიერო პიკნიკი, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს 2014 წელის 4 ოქტომბერს გაიმართა ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზატორობით და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

სამეცნიერო პიკნიკზე წინასწარ შერჩეული სამეცნიერო ჯგუფები ღია ცის ქვეშ მოწყობილ კარვებში წარმოადგენდნენ სხვადასხვა აქტივობებს, ექსპერიმენტებს და სახალისო ინტერაქტიულ თამაშებს სხვადასხვა დარგის მეცნიერების წარმოსაჩენად. ღონისძიებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაციას და თანამედროვე მიღწევების გაცნობას.

წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკი გამოირჩეოდა სასკოლო სამეცნიერო ჯგუფების აქტიური მონაწილეობით. პროექტ PROFILES-ის მასწავლებლები ნინო კოკილაშვილი, ნელი ნაოჭაშვილი ნათია ბაღათრიშვილი და მარინე ბაგალიშვილი თავიანთ მოსწავლეებთან ერთად საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის - SALiS-ის კარავში აქტიურად ატარებდნენ გასართობ და შემეცნებით ექსპერიმენტებს. კარავს უამრავი ადამიანი სტუმრობდა და ხალისით ერთვებოდნენ აქტივობების განხორციელებაში. 

             1.11.3             1.41.2

პროექტ PROFILES-ის მასწავლებელთა ინიციატივით ზოგიერთი სკოლა, თბილისის 69-ე საჯარო სკოლა (ნინო ჭელიძე), თბილისის 82-ე საჯარო სკოლა (ნინო ბეჟუაშვილი), თბილისის 133-ე საჯარო სკოლა (ლია ბურდიაშვილი), ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა (თეა ქუთათელაძე), ნაფარეულის საჯარო სკოლა (ნინო სააკაშვილი) და კერძო სკოლა „ბინული“ (მარინე ჭელიძე) ცალკე კარვებში იყო წარმოდგენილი. მოსწავლეების და მოზარდების ჩართულობა ღონისძიებაში და ინტერესი ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის დარგების მიმართ მნიშვნელობნად გაიზარდა.

1.51.61.71.81.91.10

პროექტის მონაწილე მასწავლებლებს შეხვდებოდით ასევე ასოციაცია „ბიო“-ს კარავში. პროექტ PROFILES-ის მასწავლებელთა ხელშეწყობით ღონისძიებაზე დასასწრებლად და მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა ჯგუფები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. 

                                                                                 

The PROFILES project has received funding from the European Community's Seventh Framework Programme under grant agreement no. 266589